ეტყობა ეს შედეგი ძალიან უნდოდათ დამნაშავეებს ისე გულმოდგინებით არის ნამუშევარი ხორავას ქუჩაზე, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ სასამართლოს დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეიძლებოდა მეტიც ყოფილიყო.
"გადაწყვეტილებაზე ვერ ვილაპარაკებ, ერთი შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლებოდა მეტიც ყოფილიყო. ადამიანი რასაც აკეთებს, თავის თავისთვის აკეთებს. ეს ჩემი სიტყვები არააა ეს ძალიან ბრძენი ადამიანის სიტყვებია. ეტყობა ეს შედეგი ძალიან უნდოდათ დამნაშავეებს ისე გულმოდგინებით არის ნამუშევარი ხორავას ქუჩაზე. ვთვლი რომ ხორავას ტრაგედია არის ტრაგედია და ვთვლი რომ ხორავას ქუჩის ტრაგედია არ ჰყავს არც დაზარალებული და არც დამნაშავე. აქ ყველანი დაზრალებულები ვართ. ჩვენ დავზარალდით ერთი ძალიან დიდი ბოროტების წინაშე და კარგი იქნება თუ უფრო ჭკვიანურ დასკვნებს გავაკეთებთ რომ ეს აღარ განმეორდეს", - განაცხადა საყვარელიძემ.
ცნობისთვის, ე.წ. ხორავას საქმეზე ბრალდებულ გ.ბ-ს 10,6 წლით, ხოლო გ.ჯ.-ს 9,9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.