საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, თუ რა პირობით არის ის მზად ჩავიდეს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც რუსეთში გაიმართება.
მედიის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმედოვნებს ჩავა რუსეთში, რათა მხარი დაუჭიროს თავის ეროვნულ ნაკრებს.
ის არ იძლევა დაპირებას, რომ ჩავა რუსეთში ტურნირის დასაწყისშივე.
"ჩავფრინდები მხოლოდ ფინალურ მატჩზე, რადგან ფრანგი ფეხბურთელების ფინალში ნახვას სრულიად შესაძლებლად მივიჩნევ" - აცხადებს მაკრონი.