2018 წლის იანვარ-აპრილში თურქეთში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 32,55%-ით გაიზარდა. ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროში განმარტავენ, რომ 2018 წლის აპრილში სასაზღვრო გამშვებ პუნქტებიდან ქვეყანაში შემოსვლა-გასვლის მონაცემების თანახმად, ტურისტების რაოდენობის 28,27%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2018 წლის იანვარ-აპრილში თურქეთში შესულ უცხოელ ტურისტებში პირველ ადგილზე 858 ათას 17 ვიზიტორით ირანია. 671 ათას 665 ვიზიტორით კი მეორე ადგილზეა გერმანიაა, ხოლო მესამეზე 651 ათას 228 ვიზიტორით - საქართველო. მხოლოდ აპრილის თვეში კი თურქეთში ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი, რუსეთიდან შევიდა.