დანიის პარლამენტის გადაწყვეტილებით ქვეყანაში ბურკისა და ფარანჯას ტარება აიკრძალა. აკრძალვა პარლამენტში 70 ხმით 30-ის წინააღმდეგ იქნა დამტკიცებული. კანონპროექტს კოალიციურმა და რადიკალურ მემარჯვენე პარტიებმაც დაუჭირეს მხარი.
უკვე მიღებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალვა ძალაში აგვისტოდან შევა ძალაში. აკრძალვის ამოქმედების შემდეგ, ის ვინც საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ბურკას და ფრანჯას ატარებს და კანონს დაარღვევს, 1000 დანიური კრონით დაჯარიმდება.