ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს პასუხობს.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"ქალბატონო თეა, 6 თვე ვიხვეწებოდი გვერდით დგომას. პირადად შ.ს.ს. მინისტრსაც კი მოვუწოდე რომ შევხვედროდი და მეთქვა ჩემი გულისწუხილი და სანამ ქუჩაში არ გავედი მანამ არ ისურვეთ ჩემი შემჩნევა.
ეხლა თქვენ მიმიწოდებთ მე რომ ქუჩაში არ არის გადასაწყვეტი???
სად იყავით 6 თვე დამცირების მეტი არაფერი რო არ მიმიღია!!!!
სად იყავით სააააადდდდდ!!!!!
ექვსი თვე ყოველ ღამე ჩემი მეუღლე ჩემ შვილს ელაპარაკება. იცი შენ ეს რას ნიშნავს????
შენობით იმიტომ მოგმართე, ჩემთვის უბრალო ადამიანი ხარ და არა ჩინოვნიკი.
მთელმა სისტემამ გადაწყვიტა ჩემი განადგურება.
მე დავანგრევ ამ სისტემას ან მომკალით რაც ჩემთვის ძალიან დიდი შვება იქნება", - წერს ზაზა სარალიძე.
ცნობისთვის, გუშინ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ასეთი საქმეების ქუჩაში გამოძიება არ ხდება.