თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია ხვალ, 16:00 საათზე განახლდება.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორის, ზვიად კუპრავას განცხადებით, ზაზა სარალიძე ღამით პარლამენტის შენობასთან დარჩება და სარალიძესთან ერთად, რუსთაველის გამზირზე თავადაც რჩება.
მან შეკრებილებს მიმართა, ვისაც სურვილი აქვს, რუთაველის გამზირზე დარჩეს, ხოლო ვისაც ღია ცის ქვეშ ღამის გატარება უჭირს, შეუძლია სახლში წავიდეს და აქციას ხვალ შემოუერთდეს.