პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ში „ჯი-ეიჩ-ენ“-ს ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ დაუდასტურეს. თუმცა, დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. არსებული ინფორმაციით, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფება.