ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდის მამა, ზაზა სარალიძე პრეზიდენტს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და მათთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
„მადლობა პრეზიდენტს, ერთადერთ ადამიანს მმართველი გუნდიდან და მთავრობიდან, რომელიც გვერდით დამიდგა. მინდა თხოვნით მივმართო გიორგი მარგველაშვილს, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით“, – განაცხადა სარალიძემ.
აღსანიშნავია, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა კარვების გაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორის ზვიად კუპრავას განმარტებით, ზაზა სარალიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სისტემური ცვლილებების გატარებამდე ის აქციის შეწყვეტას არ აპირებს. შესაბამისად, აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.