ქართული მართლმსაჯულების სისტემა არის ძალიან მძიმე დღეში, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე.
მისი განმარტებით, მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, რომ მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აქვთ, მთავარი პრობლემა მაინც სამართლიანობასთან დაკავშირებით აქვთ.
„არსებითი, ამ საქმიდან გამომდინარე და არა მხოლოდ ამ საქმიდან გამომდინარე, მთელი ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არა ერთ საქმეს და არა ერთ შემთხვევას წავაწყდით, რომელთა შესახებაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეს არის გამოვლინება იმისა, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა არის ძალიან მძიმე დღეში. იმის ნაცვლად, რომ ამ სისტემურ პრობლემას, სისტემური პრობლემების შესახებ დიაგნოზს მოჰყოლოდა ადეკვატური მკურნალობა, ჩვენ პასუხად მივიღეთ კიდევ უფრო გაუარესება მდგომარეობის,“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.