ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ძირეული, სისტემური რეფორმები არის საჭირო პროკურატურაში და ზოგადად, მთლიანად მართლმსაჯულების სისტემაში, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორმა მიხეილ ბენიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი პროკურორის გადაწყვეტილება, ალბათ, ერთადერთი გამოსავალი იყო.
„მთავარი პროკურორის გადაწყვეტილება, ალბათ, ერთადერთი გამოსავალი იყო იმიტომ, რომ თავისთავად საგამოძიებო კომისიის შექმნაც კი იმას მიუთითებს, რომ კითხვები გამოძიებასთან და პროკურატურასთან დაკავშირებით ლეგიტიმურია და ეს კითხვები უკვე არა მარტო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, არამედ ხელისუფლებასაც აქვს, ასე გამოდის", - განაცხადა ბენიძემ.