მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.
ისინი ფეხით მსვლელობას გეგმავენ.
მათი განცხადებით, ისინი აქციას პარლამენტთან გააგრძელებენ.
როგორც ზაზა სარალიძე აცხადებს, ირაკლი შოთაძე პასუხისგებაში უნდა მიეცეს და სისტემა უნდა დაინგრეს.
ცნობისთვის, ირაკლი შოთაძემ თანამდებობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.