ირაკლი შოთაძე 7 საათამდე უნდა გადადგეს, გადადგეს დღის ბოლომდე ყველაზე გვიან და მისი მოადგილეები მიჰყვნენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია კომისიის თავმჯდომარე იყოს ოპოზიციიდან და მისი შემადგენლობის უმრავლესობაც ოპოზიციის იყოს.
„ვერანაირი სამართლებრივი ინსტრუმენტი ვერ იმუშავებს, თუ არ იქნება საზოგადოებრივ სიფხიზლე და ზეწოლა, ზეწოლა აუცილებელია. ამ ზეწოლამ განაპირობა ის, რომ უმრავლესობა კომისიის შექმნას დათანხმდა“,- განაცხადა გიგი უგულავამ.