ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ აპირებს დატოვოს მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა. ეს განცხადება მან ერთი კვირის შემდეგ გააკეთა, მას მერე, რაც მისმა გუნდმა მოიპოვა გამარჯვება უეფას ჩემიპონთა ლიგის ფინალში, ზედიზედ უკვე მესამედ.
ამ გადაწყვეტილების შესახებ 45 წლის მწვრთნელმა მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ გეგმავს მწვრთნელად მუშაობას რომელიმე სხვა კლუბში ან ეროვნულ ნაკრებთან.
„მე მივიღე გადაწყვეტილება არ გავაგრძელო ჩემი როგორც „რეალის“ მწვრთნელის კარიერა შემდეგი წლიდან. ეს შესაძლოა ძალიან უცნაურად ჩანდეს, მაგრამ, ეს უნდა გავაკეთო ყველა ჩვენგანის საკეთილდღეოდ. ამ გუნმდა უნდა განაგრძოს მოგება, მას სჭირდება ცვლილებები, ახალი აზრი და სხვა მუშაობის მეთოდები“ - განაცხადა ზიდანმა.