„საგამოძიებო კომისიის ფორმატს მხარს ვერ დავუჭერ. ნდობის დეფიციტია იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, ვინც აპირებს და ინიცირებს კომისიის შექმნას,“ - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ, გააკეთა.
ის პარლამენტს ალტერნატივად “უმრავლესობის ფორმატს“ სთავაზობს.
“კომისიის შექმნის ფორმატს მე მხარს ვერ დავუჭერ. იმის მიუხედვად, რომ აშკარაა, ფონი არის მძიმე, სასამართლოს და პროკურატურის მიმართ ნდობის დეფიციტი სახეზეა. ასევე ნდობის დეფიციტია პირადად ჩემში და ალბათ ჩემს კოლეგებში იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, ვინც აპირებს და ინიცირებს კომისიის შექმნას. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური დივიდენდების მოხვეჭის დრო არ არის. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ უმრავლესობას გააჩნია რესურსი, რათა შექმნილ სიტიაციაში იმოქმედოს კომისიის ფორმატის გარეშე, მიიღოს გადაწყვეტილებები და იმოქმედოს მმართველი ძალის - უმრავლესობის ფორმარტით და არა შექმნილი სიტუციიდან გამომდინარე, დღის წესრგიში ხელოვნურად გაჩენილი კომისიის ფორმატში,“ - განაცხადა გეგიძემ.