საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად მიიჩნევს სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "აღიარებას".
ცნობისთვის, სამშაბათს სირიამ მოახდინა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის „აღიარება“. რის შემდეგაც საქართველომ დაიწყო სირიასთან დიპლომატიური ურთერთბების გაწყვეტის პროცედურა.
"ნებისმიერი აღიარება ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ამ შემთხვევაში არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა“ - განაცხცადა დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გამართულ ბრიფინგზე, სირიის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხზე კომენტარის გაკეთებისას.