ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების საქმის მასალებს სახალხო დამცველი შეისწავლის.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო ლომჯარიამ განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატი გამოითხოვს გამოძიების მასალებს და სრულყოფილად შეისწავლის მას.
მისივე თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს გამოძიების პროცესში წარმოქმნილ ეჭვებს.
„გამოტანილი განაჩენი ადასტურებს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ წარმოშობილ ეჭვებს, რომ გამოძიებამ გარდაცვლილი სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად ვერ გამოავლინა,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზაზა სარალიძემ არაერთხელ დააყენა ეჭვქვეშ გამოძიების მსვლელობა, მის კითხვებთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა.
სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სხვა პირთა მიმართ.