ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ განმარტა თავისი დამოკიდებულება რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის კრიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას ეხებოდა და აღნიშნა, რომ მას არასწორად გაუგეს.
"მე მაშინ განვაცხადე რომ ბელორუსისთვის პრობლემას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, მაგრამ მე ჩამოვთვალე ყველა პრობლემა, რომელიც ამასთან დაკავშირებით ბელორუსს შეიძლება გაუჩნდეს ევროკაშირის აშშ-სა და დსთ-ს მიმართულებით", _ განაცხადა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, მან კითხა რუსეთის პრეზიდენტს არის თუ არა მზად მოსკოვი დაეხმაროს მინსკს ამ პრობლემების დაძლევაში. "თუმცა რუსეთი უძლური აღმოჩნდა ან რუსეთის ხელისუფლებამ არ მოინდომა წასულიყო ნივერილებით იმ შედეგების ლიკვიდაციისთვის, რომელიც, შესაძლოა, წარმოქმნილიყო ბელორუსისთვის", _ განაცხადა ლუკაშენკომ და დასძინა: "აი ასეთი იყო საუბარი და არა ის, რომ ლუკაშენკო საზეიმო დაპირება დადო და ის არ შეასრულა. სხვათა შორის საზეიმოდ არსად დაუდევს პირობა და არავის ამის შესახებ არ გაუგუა", _ განაცხადა ბელორისუს პრეზიდენტმა.