ავღანეთის სპეცრაზმმა პატიმრობიდან სულ ცოტა 105 ადამიანი გაათავისუფლა ციხიდან, რომლებიც რადიკალური მოძრაობა თალიბანის კონტროლქვეშ იმყოფებოდნენ. ინფორმაციას სამხედრო სპეცსამსახურები ავრცელებენ.
მათივე ცნობით, ქვეგანყოფილებამ ჩაატარა სპეცოპერაცია გილმენდის პროვინციაში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, გუშინ ღამით. ყველა გათავისუფლებული სამოქალაქო პირია. მათ შორის ხუთი ქალია.
ოთხი ბოევიკი იქნა ლიკვიდირებული. ერთი მათგანი დაკავებულია. ასევე უსაფრთხოების ძალებმა მოახდინეს ათი მოტოციკლის კონფესკაცია ოპერაციის ფარგლებში“ - ნათქვამია განცხადებაში.