საქმეში უცხოელი პროკურორები და შევიცარიელი ექსპერტები ჩაერთვებიან, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვტილება მიუღებელია და
საააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
რაც შეეხება კითხვებს, რომელიც ამ საქმის გარშემო დაზარალებულის უფლებამონაცვლეს და საზოგადოებას აქვს, უმნიშვნელოვანესია პასუხგაუცემელი არ დარჩეს.
"იმისთვის რომ საზოგადოების და სარალიძის კითხვებს პასუხი გაეცეს, შვეიცარიის საექსპერტო ბიუროსთან შევთანხმდით რომ ყველა საექსპერტო ნიმუში გადეგზავნებათ.
ყველა საპროცესო მოქმედება გამოძიების დაწყებიდან მაქსიმალურად გამჭირვალედ ჩავატარეთ.
ვცდილობდით დაზარალებულებისთვის აგვეხსნა, თუ რას ვაკეთებდით, რათა ზაზა სარალიზესთან კითხვის ნიშნებმა არ იარსებობს გადავწყვიტეთ ამ საქმეში საერთაშორისო უცხოელი პროკურორები ჩავრთოთ.
მინდა ხაზი გავუსვა საერთაშორისო ჩართულობის მნიშვნელობას და აზრს. ამ უცხოელების ჩართულობა საჭიროა, რათა თავიანთი სიტყვა თქვან ის პროცესებზე, რაც აქამდე განხორციელდა იყო თუ არა სრულყოფილი, ობიექტური ამ ეტაპამდე სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდით.
ფარდულთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ შემთხვევის ადგილის შემადგენელი ნაწილი იყო, შემთხვევის ადგილი სრულყოფილად დათვალიერდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ფარდულის სურათები გადაღებულია და თუ ვინმეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება უნდა, ეს შესაძლებელია", - განაცხადა შოთაძემ.
კითხვაზე გამოროცხავს თუ არა სხვა დამნაშავე პირების მონაწილეობას, პროკურორი პასუხობს რომ არაფერს გამორიცხავს.