სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აპირებს გამოიწვიოს სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში ანდრანიკ მანუკიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ სამსახურიდან გათავისუფლდებიან ის მილიონერი და ოლიგარქი საპატიო კონსულები, რომლებსაც ამ სტატუსის გამო გარკვეული იმუნიტეტი გააჩნიათ.
ამავდროულად ფაშინიანმა გადაწყვიტა არ გამოიწვიოს სომხეთის ელჩები საქართველოდან და რუსეთიდან, რუბენ სადოიანი და ვარდან ტოგანიანი. იუწყება მედია.