მესინჯერ WhatsApp-ს დაემატა ფუნქცია, რომლის მიხედვითაც ჯგუფური აუდიო და ვიდეო ზარის განხორციელება ხდება შესაძლებელი.
როგორც AndroidPolice წერს, სერვისი უკვე გაშვებულია და ის რამდენიმე კვირაში ყველა მოწყობილობისათვის გახდება ხელმისაწვდომი. თუმცა ამ დროისათვის ის მხოლოდ Android-ის სისტემების მუშაობს.
იმისათვის, რომ კონფერენცია მოაწყოთ, ამისათვის ჯერ WhatsApp-ის მეშვეობით უნდა დაურეკოთ ერთ მომხმარებელს, ხოლო შემდგომ დაამატოთ სხვებიც. ამ დროისათვის ჯგუფური ზარის განხორციელება ერთდროულად მხოლოდ 4 მომხმარებელთანაა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ მესინჯერი WhatsApp-ი 2014 წლიდან სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთრებაა.