ჩრდილოეთ კორეის მხარე აშშ-ის სამიტის წინ ვაშინგტონისგან მკაცრად ითხოვს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას და სანქციების მოხსნას. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის გაზეთი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მასზე დაყრდნობით, ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებმა მისცეს საშუალება ამერიკას, რათა გაეგოთ, რომ უკვე მიიღეს ზომები და გადადგეს ნაბიჯები დენუკლერიზაციის შესახებ და მზად არიან დაიძრან სრული ბირთვული განიარაღებისკენ.
"ჩრდილოეთ კორეამ განმარტა, რომ მას არ ექნება მიზეზი ფლობდეს ბირთვულ იარაღს, თუკი ამერიკა დაამყარებს მასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს და შეწყდება მის მიმართ მიმართული მტრული პოლიტიკა. მაგალითად, მოიხსნება სანქციები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ“ - ნათქვამია გაზეთში.
თუკი, ამერიკის სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეოსა და ჩრდილოეთ კორეის მშრომელთა პარტიის თავმჯდომარე კიმ ენ ჩხოლემის შეხვედრა წარმატებით ჩაივლის, სავარაუდოდ სამიტზე ორი ქვეყნის ლიდერი ხელს მოაწერს შეთანხმებას ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების, სანქციების მოხსნის და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. წერს მედია.