31 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტა,“ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკების პრეზენტაციას გამართავს, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება პირველი რესპუბლიკის დაფუძნების უნიკალური დოკუმენტების დედნები.
ღონისძიებას გახსნიან საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.