ამ წუთებში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, რომ ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ცოცხალია.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა წინასწარ მიიღო ინფორმაცია ჟურნალისტის მკვლელობის მომზადების შესახებ და მას ხელი შეუშალა.
"დაახლოებით სამი საათის წინ, ამ დანაშაულის ორგანიზატორი ჩვენს მიერ იქნა ქალაქ კიევში დაკავებული. ამ წუთებში მიმდინარეობს ამ მოქალაქესთან საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ტარდება ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლში" - აცხადებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვასილი გრიცაკი.
ამის შემდეგ ჟურნალისტებთან თავად ბაბჩენკო გამოვიდა და განაცხადა, რომ მას უთხრეს რომ იყო ბრძანება მისი ლიკვიდაციის შესახებ და უნდა მიეღო სპეცოპერაციაში მონაწილეობა.
"ვერ ეღირსებიან ჩემს სიკვდილს" - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია რომ ოპოზიციონერი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო გუშინ კიევში საკუთარ სახლში მოკლეს.