ანკარამ შესაძლოა დახუროს აშშ-სთვის ავიაბაზა „ინჟირლიკი“ ვაშინგტონის არამეგობრული პოლიტიკის გამო. განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
"ჩვენ ვცდილობთ ამერიკასთან ურთიერთობის დალაგებას. ის რომ ნორმალიზდეს, აშშ-მ უნდა გადადგას ნაბიჯები მანბიჟის თემასთან დაკავშირებით, ასევე ფეთხულა გიულენის გადმოცემაზე, არის კიდევ სხვა პრობლემებიც. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ამ პრობლემებზე, ხალხი გვპასუხობს რომ - „დახურეთ ინჟირლიკის და კურეჟიკის ბაზები“ - განაცხადა ჩავუშოღლუმ ტელეარხ „A Haber“-თან მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ქვეყანას აქვს სხვა კოზირებიც და ვაშინგტონს არ უნდა უღირდეს ისეთი მოკავშირის დაკარგვა, როგორიც თურქეთია. ქვეყანას მანბიჟის პრობლემის გადაჭრაში საგზაო რუქის გამოყენების იმედი აქვს, რომელიც შტატებთანაა შეთანხმებული. მაგრამ, თუკი დარეგულირების იმედი გაქრება, მაშინ თურქეთი იმოქმედებს საკუთარი ხედვით, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ხაზი გაუსვა მინისტრმა.
ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა გაჩნდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ დახმარება გაუწია სირიის ქურთების თავდაცვითი ძალებს, რომელსაც ანკარა ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს.
ვაშინგტონი თავის ქმედებებს ხსნის მოტივით, რომ აუცილებელია ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოების“ წინააღმდეგ. გარდა ამისა ანკარა ითხოვს ვაშინგტონისგან ოპოზიციონერი ქადაგის ფეთხულა გიულენის გადმოცემას, რომელსაც ბრალი ედება ქვეყანაში 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.