"არა ოკუპაციას, რუსეთი სირია!" - ამ სახელწოდებით თბილისში, შაბათს, 2 ივნისს, 19:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ისინი სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების "აღიარების" გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.
"დღეს კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანიბის შებღალვა.
რუსეთის მარიონეტად ქცეულმა სირიის ხელისუფლებამ, რუსეთის მთავრობის წაქეზებით მოახდინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, რაც კიდევ ერთი მტრული ნაბიჯია რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში.
ორგანიზაცია ახალი ანაბეჭდი/New Imprint და მოძრაობა მესამე ოპოზიცია მოგიწოდებთ, რომ კვლავ გამოვიჩინოთ ერთობა და სიმტკიცე.
გელით ყველას რუსთაველის გამზირზე!
ავიმაღლოთ ხმა რუსეთის ზღვარსგადასული ქმედების წინააღმდეგ!
ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი აქციით არაფერი შეიცვლება ცდებით! დამთავრდეს შიში ხმის ამოღებისა! ახლა, როგორც არასდროს ისეა საჭირო ერის გაერთიანება.
მოგიწოდბთ ყველას, განურჩევლად ერისა, სარწმუნოებისა, ასაკისა, სქესისა , მსოფლმხედველობისა, ორიენტაციისა, მოხვიდეთ და დადგეთ თქვენი ქვეყნის სახელით, თქვენივე ქვეყნისთვის ბრძოლაში!
ასევე მოვუწოდებთ სხვა არასამთავროებსა და მოძრაობებს შემოგვიერთდნენ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.