თურქეთში კურორტ ფეთხიეს მახლობლად დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ტურისტები, ქალი და მამაკაცი მკვდარი იპოვეს. წერს გაზეთი „The Sun“.
ტურისტები კემპინგის ტერიტორიაზე კარავში აღმოაჩინეს. ძალადობის კვალი სხეულზე არცერთს არ აღენიშნებათ. გარდაცვალების მიზეზებს სასამართლო ექსპერტიზა დაადგენს.
ტურისტები კამპინგის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. ისინი დაეჭვდნენ, როდესაც 51 წლის კაცი და 46 წლის ქალი ორი დღის მანძილზე არ გამოჩნდნენ კურორტის ტერიტორიაზე. გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ თურქეთში. შემთხვევა თურქეთში გუშინ ღამით მოხდა, როდესაც 30 წლის ასევე ბრიტანეთის მოქალაქე მამაკაცი თვითმფრინავიდან ჩამოვარდა, როდესაც ბორტგამცილებელი მის სალონიდან გაყვანას ცდილობდა. მამაკაცი მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.