ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორისგან, ირაკლი შოთაძისგან კითხვებზე პასუხის გაცემას ღიად მოითხოვს.
მისი თქმით, ამის შემდეგ გადაწყვეტს ის, შეხვდეს თუ არა აღნიშნული უწყების მთავარ პროკურორს.
„ნებისმიერ დროს მზად ვიყავი ყველასთან შესახვედრად, ოღონდ მარტო არა! ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ, რომ ოფიციალურ ადვოკატთან ერთად მივიდე. მივალ ჩემს თანმხლებ პირებთან ერთად. ეს ოფიციალური ადვოკატი იქნება, ჩემი ოჯახის წევრი, არავის გადასაწყვეტია. არ ვაპირებ იქ კონკრეტული კითხვების დასმას, თუ ვინ დაჭრა ჩემი შვილი...
თუ უნდა, ირაკლი შოთაძეს, ღიად გამცეს პასუხი, რატომ დაინგრა ფარდული, რატომ არ არის ზუსტი ზომები მითითებული საქმის მასალებში?! გამომძიებელს, რომელმაც მოკვლევა ჩაატარა, რატომ არ ჰქონდა საზომი ერთეული?! ვის ატყუებენ, ამით ვინ უნდა დააბოლონ, ვეღარ ვხდები უკვე. ამ კითხვაზე ღიად გამცეს პასუხი და მერე გადავდგამ ნაბიჯს, მარტო შევხვდები, თუ ხალხთან ერთად შევხვდები.
რა თქმა უნდა, მზად ვარ, შევხვდე, ოღონდ ჩემს წარმომადგენლებთან ერთად. აწყობს ასე, შევხვდები, არ აწყობს და კარგად ბრძანდებოდეს. თუ თვითონ გეგმავენ რაღაც კომისია შექმნან, თუ რაღაც ჯგუფი, მე არ მაქვს უფლება რაღაც ჯგუფი შევქმნა?! ჩემი უფლებადამცველები არიან ზვიად კუპრავა და ალექსანდრე ცქიტიშვილი. რა უფლება აქვს რომ მიშლის?! მაინცდამიანც ოფიციალური ადვოკატი უნდა იყოს, ანუ ჩემ მეუღლესთან ერთად არ უნდა მივიდე?! თუ არ არის ჩემი მეუღლე დაზარალებული? მორჩნენ ამ სისულელეებს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.