სახელმწიფო პროგრამა „ აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გურჯაანში ყურძნის და სხვა ხილის კონცენტრატის საწარმო აშენდება, რისთვისაც არანაკლებ 967 692 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
საწარმოს ასაშენებლად შპს „ჯიემსვით ენდ დრინქსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო-ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გურჯაანში, დ. აღმაშენებლის ქუჩა #95-ში მდებარე 9884.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა.