პარიზში მიგრანტთა ევაკუაციის პროცესი მიმდინარეობს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნავს, რომ ეს, 2015 წლიდან მოყოლებული, მიგრანტთა ბანაკების ევაკუაციის 35-ე შემთხვევაა.
პარიზის პოლიციამ დაიწყო მიგრანტთა ერთ-ერთი უდიდესი ბანაკის ევაკუაცია. იუწყება საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ოპერაცია ადგილობრივი დროით დილის 6 საათიდან მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, მიგრანტები დროებით გადავლენ ასევე დროებით საცხოვრებელ ადგილებში პარიზსა და ილ-დე ფრანსის რეგინში, სადაც მათი სტატუსის დადგენა მოხდება.
მედიის ცნობით, ბანაკებში დაახლოებით 1700-მდე მიგრანტია.