ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა სრულიად დაუსაბუთებელია - ასე შეაფასა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა.
"დღეს ვაგრძელებთ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, განსაკუთრებით, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ აბსოლუტურად ვაბათილებთ ბრალდების მხარის პოზიციას და არგუმენტაციას, ვინაიდან ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა სრულიად დაუსაბუთებელია", - აცხადებს კაკაბაძე.
ის ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.