ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აპროტესტებს სირიის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის "აღიარებასთან" დაკავშირებით.
"სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება, დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს საქართველოსგან გამოყოფილ რეგიონებთან, არღვევს საერთაშორისო სამართალს, ასევე ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს", - ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში.
აშშ მიიჩნევს, რომ სირიის გადაწყვეტილება არაგონიერი და დაუსაბუთებელია. განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სულ ცოტა არაგონიერი გადაწყვეტილებაა, რომელიც არანაირად არ ცვლის რეალობას ან ამ საკითხზე ჩვენს პოზიციას" - განაცხადა მან.
ცნობისთის, დამასკომ "აღიარა" აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და გახდა მეხუთე სახელმწიფო, რომელმაც უარი თქვა ამ რეგიონების საქართველოს ტერიტორიად განხილვაზე. რის შემდეგაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა.