გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თურქეთის ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის არჩევნების დასრულების შემდეგ გერმანიაში მიიწვია. არჩევნები თურქეთში 24 ივნისს ჩატარდება. განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
"ქალბატონმა მერკელმა განაცხადა, რომ ელოდება ჩვენს პრეზიდენტს არჩევნების შემდეგ", - განაცხადა ჩავუშოღლუმ გერმანულ ზოლინგენში ჟურნალისტებთან საუბრისას. იუწყება გაზეთ „Hurriyet“.
ჩავუშოღლუ და მერკელი ზოლინგენში ჩავიდნენ, რათა მიეღოთ მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც მიძღვნილი იყო ტრაგიკულ თარიღთან - 25 წლის წინ გერმანელმა ნეონაცისტებმა გადაწვეს სახლი, სადაც ცხოვრობდა თურქი წარმომავლობის მრავალშვილიანი ოჯახი.
შეგახსენებთ, შემთხვევის შედეგად სამი გოგო და ორი ქალი დაიღუპა. ოჯახის დანარჩენმა 14 წევრმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. თავდასხმას მოყვა პროტესტი თურქების მხრიდან გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში და ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები გერმანელების მხრიდან ტრაგედიის მსხვერპლთა მხარდასაჭერად.