ლიეტუვა უმკაცრესად გმობს კრემლის მიერ კონტროლირებადი ასადის რეჟიმის მხრიდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი წერს.
მისი თქმით, მათ, ვინც საერთაშორისო სამართლის ამ მორიგი უხეში დარღვევის უკან დგანან, პასუხი უნდა აგონ.
„ლიეტუვა უმკაცრესად გმობს კრემლის მიერ კონტროლირებადი ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ცინიკურ დარღვევას. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს. მათ, ვინც საერთაშორისო სამართლის ამ მორიგი უხეში დარღვევის უკან დგანან, პასუხი უნდა აგონ“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.