ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში ძირითადი სამხედრო დაჯგუფებების 35 ობიექტი გაანადგურა, პალეტსტინის მხრიდან განხორციელებული ისრაელის მასიური დაბომბვის საპასუროდ. იტყობინება სამხედრო პრეს-სამსახური.
"ისრაელის თავდაცვის ჯარმა აამოქმედა ავიაცია, რათა განეხორციელებინა დარტყმები 35 ტერორისტულ კომპლექსზე, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასს“ და „ისლამურ ჯიჰადს“ მიეკუთვნება“ - ნათქვამია ოპერაციის მოხსენებაში.
თავდასხმის სამიზნეებს შორის იყო იარაღის საწყობი, სამხედრო საზღვაო სამიზნეები და ასევე გვირაბი, რომელიც გადიოდა ღაზას სექტორიდან ისრაელში, ეგვიპტის ტრანზიტულ ქვეყნად გამოყენების გზით. უკანაკსნელი ერთი თვის განმავლობაში ისრაელმა აღმოაჩინა უკვე მეათე მიწისქვეშა გზა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ისრაელის სამხრეთ ნაწილში გაშვებული იყო დიდი რაოდენობით ნაღმმტყორცნები. შეტევა რომელიც მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან თავდასხმად 2014 წლის შემდეგ, დღეს დილით ისრაელში, შაარ ა-ნეგევის და ეშკოლის რაიონში მოხდა.