არავინ არ თქვას და არც იფიქროს, რომ მე ამ ორი ბრალდებულის დასჯას არ ვითხოვ. პირიქით, ესენი დასასჯელები არიან, მაგრამ კიდევ არიან სხვა დამნაშავე პირებიც, - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ.
მისი განმარტებით, ის ბრალდების მხარეს სრულად ეთანხმება იმ ნაწილში, რომ დაკავებული ორი მოზარდი უნდა დაისაჯოს.
"ამ ორ ადამიანთან მიმართებაში სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს, რომ ესენი არიან დასასჯელები. მაგრამ კიდევ არიან პირები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დაჭრის ფაქტში მონაწილეობა. ამაზე ჯერჯერობით არანაირ რეაგირებას არ ახდენს ძალოვანი უწყება, მაგრამ იმედი მაქვს გონს მოეგებიან და ყველა მიეცემა პასუხისგებაში", - განაცხადა სარალიძემ.