"ევროპული საქართველო" პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის დაბარებას აპირებს.
როგორც პარტიის წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, ყველაზე რთულ დროს, როდესაც სირია ომში იყო გახვეული და ასადის ,,გადარჩენის’’ საკითხი დამოკიდებული იყო მოსკოვზე, მაშინაც კი არ უღიარებია აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა.
„ჩვენ პასუხები უნდა მივიღოთ მთავრობისგან, რის გაკეთებას აპირებს და რა ნაბიჯები იგეგმებოდა. ვაპირებთ, რომ დავიბაროთ საგარეო საქმეთა მინისტრი. ახლა, რა თქმა უნდა მყისიერად უნდა გაწყდეს დიპლომატიური ურთიერთობები სირიასთან და გააქტიურდეს ჩვენი დიპლომატია ახლო აღმოსავლეთში იმიტომ, რომ სირია არის გავლენიანი ქვეყანა და მნიშვნელოვანია, რომ რაიმე გაგრძელება ამ აღიარებას არ მოჰყვეს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ცნობისთვის, სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ აღიარა.