ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამასკოში საელჩოს გახსნის საკითხს განიხილავს. განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ე.წ. ხელმძღვანელმა დიმიტრი მედოევმა.
მანამდე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სირიამ რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა.
"ის, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკამ აღიარა ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ჩვენთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მადლობელი ვართ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის. ეს ნამდვილად პატივია ჩვენი ქვეყნისთვის და გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას. რისთვისაც ჩვენ მზად ვართ“ - განაცხადა ე.წ. სამინისტროს ე.წ. ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ახლა დაიწყება მუშაობა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე.
"ეჭვგარეშეა ჩვენი კონტაქტების განვითარება. საჭირო იქნება ორმხრივი ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი დოკუმენტების ხელმოწერა. როგორც დღეს გამოქვეყნებულ კომუნიკეშია ნათქვამი, ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირი საელჩოების დონეზე იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ განვიხილავთ ცხინვალის დიპლომატიური მისიების გახსნის შესახებ საკითხს დამასკოში“ - განაცხადა მან.