უკრაინელმა პროვაიდერებმა ზოგიერთი რუსული რესურსების დაბლოკვა დაიწყეს, თუმცა ქსელის ბევრ მომხმარებელს ჯერ კიდევ აქვს საშუალება შევიდეს რუსული დომენის საიტებზე.
პროვაიდერები ბლოკავენ წვდომას ისეთ საინფორმაციო რესურსებთან, როგორიცაა" „РИА Новости“, „РИА Новости - Украина“, „НТВ“, „РЕНТ-ТВ“ და „ВГТРК“-ი.
საიტებზე შესვლისას მომხმარებელს ხვდება წარწერა "2017 წლის 15 მაისის საპრეზიდენტო განკარგულების შესაბამისად, რესურსებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია".