პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა თავისი მოქალაქეები, რუსეთში სტუმრობისას საფრთხეების შესახებ.
"რუსეთში არსებობს ტერორისტული თავდასხმების საფრთხე და ის შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დროს, რომელიც ჩატარდება 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით. ჩვენ არ გამოვრიცხავთ ტურნირის მასპინძელ ქალაქებში თავდასხმებს. ნათქვამია, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
პოლონეთის საგარეო უწყების მიერ მოცემული რჩევის დაცვა უმჯობესია მოხდეს სტადიონებზე, გულშემატკივართა ზონებსა და მათ შემოგარენში. ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
ასევე, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, თავი შეიკავონ ჩრდილოთ კავკასიის რეგიონში მოგზაურობისგანაც. კერძოდ: ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, ინგუშეთის, ჩეჩნეთის და დაღესტანის ტერიტორიებზე.
პოლონელებს კატეგორიულად ეკრძალებათ ყირიმის მონახულება. „პოლონეთი, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოები მიიჩნევს ყირიმს უკრაინის განუყოფელ ნაწილად“ - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. "უკრაინის ამ ნაწილის რუსეთის მიერ უკანონო ანექსია შეუძლებელს ხდის იქ მყოფი პოლონელი მოქალაქეების საოკონსულო დახმარებას. ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად არ ურჩევს მისი ქვეყნის მოქალაქეებს ყირიმში გამგზავრებას“ - ნათქვამია განცხადებაში.