მამაკაცი, რომელიც ბელგიის ქალაქ ლეჟში პოლიციელებს თავს დაესხა ლიკვიდირებულია. ასევე დაიღუპა ორი პოლიციელი და ერთი გამვლელი მოქალაქე. იტყობინება ქალაქის მერიის პრეს-სამსახური.
ცნობისთვის, დღეს ბელგიის ქალაქ ლეჟში უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა პოლიციის მიმართულებით. შემდეგ შეეცადა ლიცეუმის შენობაში შესვლა და მძევლების აყვანას.
„მოცემულ მომენტში ჩვენ შეგვძლია განვაცხადოთ, რომ დაიღუპა პოლიციის ორი თანამშრომელი და ერთი მოქალაქე. თავმდამსხმელი ლიკვიდირებულია. ლიცეუმის მოსწავლეეს საფრთხე არ ემუქრებათ" - ნათქვამია მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.