ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის მედიათეკაში გამართა პრეზენტაცია, რომელზეც დეტალურად ისაუბრა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე საბანკო-საფინანსო სფეროში.
ერთ-ერთი ინიციატივა, რომელზეც მინისტრმა ისაუბრა უძრავი ნივთის ნასყიდობისას ამგარიშწორების ფორმაა.
„შემოდის ვალდებულება, რომ უძრავი ნივთის ნასყიდობის შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდეს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, რადგან ადგილი აქვს ე.წ. შავ საკომისიოებს“, - განაცხადა მინისტრმა.
როგორც მინისტრმა განაცხადა რეფორმა ითვალისწინებს ეკონომიკის დაკრედიტების ახალი ხარისხობრივი სტანდარტების დაწესებას და ემსახურება მთავრობის მთავარ მიზანს - ეს არის მდგრადი, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობა.