ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა, დახურული ზონიდან, შეტევა განახორციელეს ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილზე. პალესტინური მხარის მხრიდან დილით განხორციელებული ნაღმტყორცნების შემოტევის შემდეგ. იტყობინება მედია.
პალესტინის მხარის ინფორმაციით, ისრაელმა სულ ცოტა 60 ჭურვი ჩამოაგდო ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში.
"ისრაელის თავდაცვის ჯარი ამ მომენტისთის მოქმედებს ღაზას სექტორში. რასაც უკავშირდება ის აფეთქებები, რომლის ხმაც აქ ისმის" - იტყობინება ჯარის პრეს-სამსახური.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ისრაელის სამხრეთ ნაწილში გაშვებული იყო დიდი რაოდენობით ნაღმმტყორცნები. შეტევა რომელიც მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან თავდასხმად 2014 წლის შემდეგ, დღეს დილით შაარ ა-ნეგევის და ეშკოლის რაიონში მოხდა.