ისრაელის ჯარი გასცემს ძლიერ პასუხს ღაზას სექტორიდან განხორციელებულ დარტყმებს. განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მისი მხრიდან მუქარა გაისმა მას შემდეგ, რაც პალესტინელმა ბოევიკებმა დილით გაუშვეს ათობით ნაღმტყორცნი ქვეყნის სამხრეთ ნაწილის მიმართულებით.
„ისრაელის თავდაცვის ჯარი პასუხს გასცემს დიდი ძალის გამოყენებით. ისრაელი დიდ ფასს დააკისრებს ყველასთვის, ვინც შეეცდება მას ზიანი მიაყენოს“ - აცხადებს პრემიერი.
პალესტინელების მიერ განხორციელებული თავდასხმა მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შეტევად ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. საბედნიეროდ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სამხედროების განცხადებით, ნაღმტყორცნების დიდი რაოდენობის განეიტრალება ჰაერშივე მოხდა რაკეტსაწინააღმდეგო მოწყობილობების დახმარებით.