ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, მიიჩნევენ, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადება რუსეთთან მოლაპარაკების აღდგენის თაობაზე არაგულწრფელია. აცხადებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი.
მისი თქმით, საქართველოს მმართველმა პარტიამ თავის წარმომადგენლად აირჩია ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. ყრილობაზე მან გამოთქვა იმედი რუსეთთან დიალოგის აღდგენის თაობაზე.
"ასეთი თბილი დამოკიდებულება საქართველოსა და რუსეთს შორის სამწუხაროდ არაა გულწრფელი. ეს რომ გულწრფელი იყოს, მაშინ ჩვენ არ ვნახავდით დღეესდღეობით ქართული ჯარის ასეთ გაძლიერებას“ - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა.
მან ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ „ახლახანს გაჩნდა ინფორმაცია, რომ აშშ გამოყოფს ქართული ჯარის აღჭურვისა და წვრთნისთვის 100 მილიონ დოლარს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სიტყვები არ ასახავს პოზიციას და ქართული ხელისუფლების გულწრფელ დამოკიდებულებას რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ“ - აღნიშნა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ.