ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსული სამხედროების გაყვანაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან საუბარი არ მიდის.
რუსეთის ფედერაციის და ცხინვალის სამხედროებმა შეიმუშავეს ერთიანი უსაფრთხოების რეზუმე - აღნიშნა ე.წ. პრეზიდენტმა.
"დღეისათვის რუსეთი არის გარანტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების. არანაირი რუსული სამხედრო არმიის გაყვანა არ მოხდება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან საქართველოს და ამერიკის მხრიდან გაუგებარი სურვილების გამო" - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა ბიბილოვმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ
მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის არსებული შეთანხმება, „საუბრობს იმაზე, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოება უზრუნველყოფილია რუსეთის წყალობით და ამ გზის გადახვევა შეუძლებელია".
"დღესდღეობით, სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობს ჩვენ ძალოვან დეპარტამენტებს შორის და ის შეთანხმებები, რომელიც არსებობს პრეზიდენტების და თავდაცვის სამინისტროების დონეზე, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვცდილობთ უსაფრთხოების ერთიანი კონტურის შექმნას“ - დასძინა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლიო ბიბილოვმა.