ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხში ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ ოსური მხარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრების გაგრძელებაში აზრს ვერ ხედავს. ჩოჩიევი ასევე აცხადებს, რმ ამ საკითხს ე.წ. სამხრეთოსური დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე აუცილებლად დააყენებს.
"ჟენევის საეთაშორისო მოლაპარაკებებზე აუცილებლად დავაყენებთ საკითხს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მუშაობის მიზანშეწონილობის შესახებ, იმიტომ, ამ შეხვედრებიდან შედეგებს ჩვენ ვერ ვხედავთ", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.
შეგახსნებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი, მერვე რაუნდი 11 ნოემბერს გაიმართება.