ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ე.წ. საზღვარს დროებით დახურავს.
ე.წ. საზღვარი დაიხურება 25 მაისს, სასკოლო გამოშვებებთან და ბოლო ზართან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
"სკოლებში სწავლის დამამთავრებელი გამოშვებების დღეს, უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით, 25 მაისს 20:00 საათზე (ადგილობრივი დროით) არ განხორციელდება საზღვრის გადაკვეთის ადგილებში მოქალაქეთა გაშვება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის“ - ნათქვამია განცხადებაში.
დეპარტამენტი აზუსტებს, რომ ე.წ. საგამშვებო პუნქტი 27 მაისს დილის 8:00 საათიდან ჩვეულებრივი რეჟიმით გაიხსნება.