თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ვარდების მოედნისთვის ახალ სახელზე შეჯერდა.
კომისიის გადაწყვეტილებით, მოედანს პირველი რესპუბლიკის სახელი ეწოდება.
საკითხი დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.
კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ 26 მაისს სრულდება 100 წელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან, კომისიის წევრთა უმრავლესობა ამ სახელზე შეჯერდა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომას პროტესტის ნიშნად ფრაქციების „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ დასწრებიან.