ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ თბილისის მერთან ერთად იმისთვის, რომ კლუბური ცხოვრება განვითარდეს, თუმცა ეს ვერ იქნება ადგილი, სადაც პოლიცია ვერ შედის და ეს ვერ იქნება ადგილი, სადაც იყიდება სიკვდილი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ნარკორეალიზატორების სასჯელის დაწევა გამორიცხულია. მისი თქმით, პირიქით, მკაცრი მიდგომა იქნება მათთვის, რომელიც ბედავს და სიკვდილს სთავაზობს ჩვენს მომავალს
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მომხმარებლების მიმართ აუცილებელია, ადამიანური და ჰუმანური მიდგომა, მაგრამ მისივე თქმით, ნარკოტიკი საქართველოში პოპულარული ვერ გახდება.
„რაც შეეხება მომხმარებლებს, აუცილებელია, ადამიანური და ჰუმანური მიდგომა, მაგრამ ნარკოტიკი ვერ გაპოპულარულდება ჩვენ ქვეყანაში და ნარკოტიკის მოხმარება ვერ დაკანონდება ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება არა რადიკალიზმი, არამედ - გონივრული მიდგომა და ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.